2025-02-18 21:49:17, 404 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სხვადასხვა ლოკაციებზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით შეუერთდნენ
მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მარშით რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებს შეუერთდნენ. აქციები ასევე გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
პროტესტს სტუდენტები, მსახიობები და პოლიტიკური ლიდერები უერთდებიან. აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილს პერფორმანსებითა და ბანერებით იუბილე მიულოცეს.
მომიტინგეები კვლავ უცვლელ მოთხოვნებს აყენებენ: დაკავებულების უპირობო გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,