01:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-16 20:18:53, 413 ნახვა

საზოგადოება
მეწარმე და ყოფილი პოლიტიკოსი გოგო თოფაძე გარდაიცვალა

ახლობლების ინფორმაციით, ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტიკოსი გოგი თოფაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1970-1975 წლებში თოფაძე მუშაობდა თბილისი საპნის ქარხნის დირექტორად. 1975-დან 1986 წლამდე იყო საწარმოო გაერთიანება „თბილლუდის“ გენერალური დირექტორი. 1986 წლიდან მუშაობდა ლილოს ლუდის მშენებარე ქარხნის დირექტორად. 1994 დააარსა ლუდის კომპანია „ყაზბეგი“. 1997 და 1998 წლებში დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენად.

1999-2005 წლებში იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“.

2005 წლიდან არის პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი. 2005 წელს თოფაძე აირჩიეს ევროპის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად. 2005 წელს თოფაძე, პირველი ქართველ ბიზნესმენთა შორის, დაჯილდოვდა მეცენატის ოქროს მედლით.

2010 წლის 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებში გიორგი (გოგი) თოფაძემ კენჭი იყარა საქართველოს დედაქალაქის თბილისის მერის პოსტზე. მან ამომრჩეველთა ხმების 5.19% მიიღო. [1] 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics