|
2025-02-14 14:49:44, 335 ნახვა
საზოგადოება
პოეტი პაატა შამუგია - 15 თებერვალს, 18:00 საათზე, ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე
ხვალ არის დიდი შეკრება. ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტვრიოთ - სხვა გზა არ არსებობს! - ეს განცხადება პოეტმა პაატა შამუგიამ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, კერძოდ, მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და რედაქტორები თბილისში დაგეგმილ აქციას 15 თებერვალს, 18:00 საათზე ევროპის მოედნიდან შეუერთდებიან. „ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რა მდგომარეობაა. პრაქტიკულად, არ დარჩა ქვეყანაში ერთი წესიერი ადამიანიც კი, რომელიც ან დაჯარიმებული ან დაჭერილი ან ნაბეგვი ან ნაწამები არ იყოს ან გაშავებული არ იყოს სამთავრობო ტელევიზიების მიერ. ქვეყანაში არის სერიოზული კრიზისი. რაც მთავარია, ოფიციალურად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუქმებულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იმიტომ, რომ როდესაც რუსთაველის პროსპექტზე ნებისმიერი გავლისას 5 000 ლარით ჯარიმდება ადამიანი, პრაქტიკულად, აუტანელ პირობას უქმნი ადამიანებს და აუქმებ შეკრების თავისუფლებას. დიქტატურა ამაზე მეტი სხვა არაფერია. ბუნებრივია, ამაზე უარესი რაღაცები იყო ქვეყანაში ნაწამები და დასახიჩრებული ადამიანების ჩათვლით. ამიტომაც, ხვალ არის დიდი შეკრება, ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტვრიოთ - სხვა გზა არ არსებობს. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა. არ უნდა გავჩერდეთ. თუკი ჩვენ გავჩერდებით, გაჩერდება ქვეყანა. ერთადერთი გამოსავალია, არ გავჩერდეთ, ვიაროთ. ეს მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყება და შემდეგ, ბუნებრივია, რუსთაველის პროსპექტზე დაგვირგვინდება“, - განაცხადა პაატა შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)