11:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 20:03:59, 429 ნახვა

საზოგადოება
მედიკოსები - აუცილებელია, ყველა ექიმი 15 თებერვალს ევროპის მოედანზე გამოვიდეს

„აუცილებლად უნდა გამოვფხიზლდეთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ სწორ მხარს“ - ამის შესახებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, მედიკოსებმა მოუწოდეს სხვა კოლეგებსაც, რომ შეუერთდნენ დემონსტრაციას.

„ჩვენი ბრიფინგი არის ინფორმაციული, შეეხება იმ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც იგეგმება 15 თებერვალს, ევროპის მოედანზე, 18:00 საათზე. მე მოვუწოდებ თითოეულ ჩემ კოლეგას, სამედიცინო საზოგადოებას, რომ აუცილებლად უნდა გამოვფხიზლდეთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ საქართველოს სწორ მხარს, ქართველ მოსახლეობასთან ერთად იმისათვის, რომ მივიღოთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე პასუხი, რომელიც დგას საქართველოში. ქვეყანა კრიზისშია შესული, ფაქტობრივად.

მნიშვნელოვანია ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ე.წ. სახელმწიფოს ტყვეობაში იმყოფებიან. შესაბამისად, ყველა ექიმისთვის, რომელთა ვალდებულებაც არის ადამიანების კეთილდღეობა, აუცილებელი არის 15 თებერვალს ევროპის მოედანზე გამოცხადება. ჩვენ გვაქვს მრავალი პეტიცია დაწერილი, რომელსაც ხელს აწერს ათასზე მეტი ექიმი და 18 სამედიცინო ასოციაცია, რომელიც ქართველი ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში დგას", - განაცხადეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა.“  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics