10:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 12:30:30, 336 ნახვა

საზოგადოება
პაატა ბურჭულაძე - რუსთაველის გამზირზე ჩემს ხალხთან ერთად იუბილეს აღნიშვნა ჩემთვის დიდი პატივია

მსოფლიო ბანი პაატა ბუჭულაძე საკუთარ იუბილეს რუსთაველის გამზირზე, ევროპული მომავლის მცველებთან ერთად აღნიშნავს.

ბურჭულაძის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპერისა და ბალეტის თეატრი მას დარბაზს დაუთმობდა, საზეიმო ღონისძიება ვერ გაიმართებოდა. მისი თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უამრავი ადამიანი შიმშილობს და კიდევ უამრავი დასახიჩრებულია, არავის ეზეიმება.

მსოფლიო ბანი ამბობს, რომ დაბადების დღის საკუთარ მოქალაქეებთან ერთად აღნიშვნა მისთვის დიდი პატივია. 

მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც თანახმაა იმაზე და ვინც შეთანხმდა იმაზე, რომ ერთად აღვნიშნოთ ეს რუსთაველზე, იმიტომ, რომ რამეც რომ ყოფილიყო და ჩვენთვის ოპერის თეატრი მოეცათ, ნამდვილად ვერ ჩავატარებდით ჩვენ საზეიმო საღამოს, ეს გამორიცხულია, იმიტომ, რომ ისეთ სიტუაციებში, როდესაც შიმშილობს ხალხი, როდესაც დასახიჩრებულია ბევრი მომიტინგე და ასეთი დემონსტრაციებია, არავითარი ზეიმის ხასიათზე არავინ არ არის. მაგრამ ის, რომ მე ზეგ აღვნიშნავ ჩემს იუბილეს ჩემს ხალხთან ერთად რუსთაველზე, ეს ჩემთვის უდიდესი პატივია, - ამბობს პაატა ბურჭულაძე. 

აღსანიშნავია, რომ დღეს პაატა ბურჭულაძისადმი მიძღვნილი მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება. 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა პაატა ბურჭულაძეს 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად დარბაზი არ დაუთმო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics