16:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 15:00:15, 384 ნახვა

საზოგადოება
მსახიობი ბაჩო ქაჯაია - რეჟიმი რაც უფრო შეგვზღუდავს, მიიღებს დაუმორჩილებლობას

რეჟიმი საბოლოო ჯამში დაუმორჩილებლობას მიიღებს, - ამის შესახებ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ განაცხადა.

ის სასამართლოში მისი მეგობრისა და კოლეგის, მსახიობ ანა ტყებუჩავას სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა.

ორივე მათგანს 9 იანვარს, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან. აღნიშნულ საქმეებზე, როგორც ბაჩო ქაჯაიას, ასევე ანა ტყებუჩავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 18 თებერვალს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.

„ის ცვლილებები, რაც კანონში შედის, ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ რეჟიმი კიდევ და კიდევ უფრო მეტად რყევაში და შიშშია, რადგან საბოლოო ჯამში ჩვენ არ ვებრძვით რეჟიმს, რეჟიმი გვებრძვის ჩვენ. ჩვენ გვინდა მშვიდობიანად, ის უფლება, რაც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული, გამოვიყენოთ. რეჟიმი ყველანაირად ცდილობს, ეს უფლება წაგვართვას. ამ კლანჭების გამოვლენით, თვითონ რეჟიმი საბოლოო ჯამში დაუმორჩილებლობას მიიღებს. ჩვენ ვემორჩილებით კანონს, კანონიერი მოქალაქეები ვართ და ჩვენს უფლებებს ვიცავთ. რაც უფრო შეგვზღუდავს, გამოვა, რომ მიიღებს დაუმორჩილებლობას“, - განაცხადა ქაჯაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics