11:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 13:43:51, 394 ნახვა

სამართალი
ვაჟა გაფრინდაშვილი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, გაფრინდაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

დღევანდელ სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, ვინაიდან მისი განმარტებით, ის სანქცირებულია. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლე ენუქიძეს „ქართული ოცნების" სასარგებლო გადაწყვეტილებების 100%-იანი სტატისტიკა აქვს.

მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.

ამასთან, ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილ კადრებში ის 27 დეკემბერს, 20:37 საათზე ჩანს. თუმცა, სამართალდარღვევის ოქმში 20:17 საათია მითითებული. გაფრინდაშვილის თქმით, ის ამ დროს გოთუას ქუჩაზე, „მაკდონალდსში“ იმყოფებოდა და აღნიშნულის დასადასტურებლად საბანკო ამონაწერი წარადგინა, სადაც გადახდის თარიღი ფიქსირდება.

ამასთან, გაფრინდაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ადმინისტრაციული სახდელის გადახდას არ აპირებს.

როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებს, რადგან "საქმე პრინციპს ეხება".

ვაჟა გაფრინდაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.

კერძოდ კი იმას, რომ ის 27 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics