11:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-08 16:58:19, 516 ნახვა

საზოგადოება
თბილისში საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა დაფუძნდა

საზოგადოებრივი ასამბლეა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს გააერთიანებს და მისი მიზანი მოქალაქეების მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება, მშვიდობიანი და სტრატეგიული გზით კრიზისის დაძლევა და იმ მექანიზმების შექმნა იქნება, რომლებიც მომავალში საქართველოს მსგავსი კრიზისების თავიდან არიდებაში დაეხმარება.

ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეებს შესაბამის სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებით მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავება, განხილვა და თავიანთი ძალისხმევით საზოგადოებრივი ზეწოლის გაძლიერება შეეძლებათ.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და ინტერეს ჯგუფს, ასამბლეაში შეერთება მემორანდუმზე ხელის მოწერით შეუძლია.

როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, არსებული პოლიტიკური სისტემა, ტრანსფორმაციის გარეშე ვერ ახერხებს მოცემული კრიზისის გადაჭრას და პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნებას და წარმოქმნის მხოლოდ ნეგატიური განვითარების სცენარებს.

მემორანდუმში ასევე საუბარია ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მნიშვნელობაზე, არსებული პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრისა და ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics