18:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 15:29:42, 329 ნახვა

საზოგადოება
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პროტესტია

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პროტესტია- მეტალურგიული ქარხნის  300-მდე თანამშრომელი ხელფასების მატებას ითხოვს.

საწარმოში სამუშაო პროცესი შეჩერებულია, მძიმე პირობებში მომუშავე ადამიანები კი ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე დგანან.

მათი განცხადებით, ქარხანაში თანამშრომლების 10%-ის შემცირების შემდეგ, სხვა თანამშრომლებზე დატვირთვა გაიზარდა და ახლა მათ ორმაგი საქმის კეთება უწევს. ამასთან, ქარხანაში გაუქმებულია პრემიების სისტემაც.

მოთხოვნებს შორის არის შრომის ადამიანური პირობების შექმნა და ჯანმრთლობის დაზღვევაც.

თანამშრომლების მოთხოვნაა ხელფასების ზრდა, გაუქმებული შტატების აღადგენა. მოლაპარაკებაზეც აღარ მოდიან, პირიქით, მათგან წამოვიდა საუბარი, რომ ჩვენ თუ სამუშაო პროცესს არ დავუბრუნდებით, თქვენს წინააღმდეგ გამოვიყენებთ იურიდიულ ფორმას და სასამართლოს მივმართავთ“, - განაცხადა საწარმოს თანამშრომელმა.

“დღე და ღამე ფოლადთან ვმუშაობთ, როდის რა გადმოგესხმება, არავინ იცის, ჯანმრთელობის დაზღვევაც ფორმალურად გვაქვს“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

რომ ძვირდება ყველაფერი, ჩვენც ხომ გვინდა რამე. ხო ჩვენით შოულობენ ფულს და რატომ არ უნდა გვქონდეს ის მინიმუმი, ბანკის ფული რომ გადავიხადოთ და პურის ფულიც რომ დაგვრჩეს. გამოვდივართ და აქეთ გვაშინებენ, ვინ იყო ინიციატორი და ა.შ., ინიციატორი ვართ ყველა“, - ამბობს აქციის მონაწილე.

საწარმოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთან კავშირზე ქარხნის დირექტორი და მოადგილე არ გადიან და მხოლოდ დაცვის უფროსი ეკონტაქტებათ.

პროტესტის მონაწილეები მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მუშობის გაგრძელებას არ აპირებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics