11:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 11:20:22, 452 ნახვა

სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შშმ პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი: 1986 წელს დაბადებული ლ.ა. და 1977 წელს დაბადებული ხ.ა. დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, 1986 წელს დაბადებულ შშმ პირს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე დადგომას და სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები ამ გზით მოპოვებულ თანხას სრულად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულის მიერ გამომუშავებული თანხის რაოდენობა არ დააკმაყოფილებდათ, მის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას ახორციელებდნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics