09:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 20:57:18, 463 ნახვა

სამართალი
ირაკლი აბესაძე - აბსურდზე ვსაუბრობთ, ყველამ ნახა პირდაპირ ეთერში, რომ იქ გზის გადაკეტვის განზრახვა არავის ქონია, მით უმეტეს არ ჰქონია უგულავას

„სახელდახელოდ მოფიქრებული მუხლი გამოყენებული იქნა სადამსჯელოდ,“ - ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, გიგი უგულავას გზის გადაკეტვის განზრახვა არ ჰქონია და ეს პირდაპირ ეთერში ყველამ ნახა.

„სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდზე ვსაუბრობთ, ყველამ ნახა პირდაპირ ეთერში, რომ იქ გზის გადაკეტვის განზრახვა არავის ქონია, მით უმეტეს არ ჰქონია უგულავას და დაკავებულებს. თუ გზის გადაკეტვაზე ვსაუბრობთ, პოლიციამ გადაკეტა რამდენიმე შემთხვევაში და რამდენიმე წუთით.

სახელდახელოდ მოფიქრებულია მუხლი, როდესაც ორი დღით ადრე სტრატეგიულ ობიექტად აქციეს მაგისტრალი. სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად შეუსაბამოა ორი დღით ადრე კრიმინალიზებული ქმედებისთვის ადამიანს იჭერდე და ბრალს უყენებდე. ეს მუხლი გამოყენებული იქნა სადამსჯელოდ. ჩვენ ვართ მომსწრე კანონით დევნის, კანონით ძალადობის ადამიანებზე. ვხედავთ ფიზიკურ ძალადობას, სიტყვიერ ძალადობას, ადამიანების დამცირების მცდელობას პოლიციელების მხრიდან და თვალს ვადევნებთ სამართლებრივ ძალადობას ე.წ. ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics