01:30 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-02 14:51:54, 978 ნახვა

საზოგადოება
მედიაორგანიზაციების განცხადება „პუბლიკის“ მიმართ შალვა პაპუაშვილის მუქარაზე

მედია ორგანიზაციები შალვა პაპუაშვილის განცხადებას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მუქარად აფასებენ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ მიმართ გაკეთებულმა განცხადებამ მედიაორგანიზაციების კრიტიკა გამოიწვია. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მედიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა სახეზეა, რაც „პუბლიკის“ საქმიანობის შეზღუდვასა და მედიაგარემოს დევნას ემსახურება. განცხადებაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება მზია ამაღლობლის დაკავებასთან დაკავშირებით და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში დამოუკიდებელი მედიის დაცვისკენ მოუწოდებენ.

„1 თებერვალს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საჯაროდ თავს დაესხა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” მას შემდეგ, რაც გამოცემამ 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

პაპუაშვილმა ფეისბუკ პოსტში დაწერა, რომ ”პუბლიკა” ამ ინფორმაციის გავრცელებით “სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს” და “რეკლამირებას უწევს”. ის ასევე პასუხისმგებლობით დაემუქრა ევროკავშირს, რომელიც, მისივე თქმით, აფინანსებს “პუბლიკას”.

მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება არის დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა და ემსახურება მისი საქმიანობის შეზღუდვას. 

ამასთან, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა უკვე დააპატიმრა დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების - “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ ბრალდებით, რომელიც მას არ ჩაუდენია, პაპუაშვილის ეს განცხადება “პუბლიკის” მიერ “სისხლის სამართლის დანაშაულის დაანონსებაზე” შეიცავს აშკარა მუქარას ამ მედიაორგანიზაციის მიმართ.

კატეგორიულად ვგმობთ შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადეკვატური შეფასება მისცენ ამ ყოველივეს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დევნის შესაჩერებლად. ამასთან სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ “პუბლიკის” სარედაქციო გუნდს, რომელიც დაარსების დღიდან სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს.“ -წერია მედიაორგანიზაციის განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:


ბათუმელები
ნეტგაზეთი
სამხრეთის კარიბჭე
სტუდია მონიტორი
მთის ამბები
ჯემნიუსი
მედია აპრილი
ინდიგო
მედიაჩეკერი
მოზაიკა
ქუთაისიპოსტი
მაუწყებელი
აქცენტი
OC Media
Chai Khana 
Civil.ge
პროექტი 64
TV პირველი
“ფორმულა”
JRC/
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი
TOK TV
კავკასია
კახეთის ხმა
ტაბულა
ექსპრესნიუსი 
ჩემი ხარაგაული
მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“
CNews.ge
Tv9News
აი,ფაქტი
გურია ნიუსი
BMG
გურიაTV
ქართლის ამბები
მთავარი არხი
On.ge
გაზეთი ალიონი
რადიო WW
რადიო ათინათი

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics