2025-01-29 21:05:50, 446 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში დაძაბულობა – პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვების დადგმის უფლება არ მისცა - ვიდეო
ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაძაბულობა წარმოიშვა, როდესაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის ნება არ დართეს. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ უამინდობის გამო კარვების დადგმა აუცილებელი იყო, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ კარვების გაშლა მათი გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, დემონსტრანტები არ აპირებენ ტერიტორიის დატოვებას და გეგმავენ, პროტესტის სხვა ფორმებით გაგრძელებას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,