15:57 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 19:52:36, 421 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ - ამ ლოზუნგით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის ხალხისთვის დათმობას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მაუწყებლის ეთერში საზოგადოების ხმა არ ისმის.

ადგილზე შეკრებილი არიან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერები და თანამოაზრეები.

მათ მოთხოვნაა მზია ამაღლობელისა და აქციების დროს დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება.

მოგვიანებით, დემონსტრანტები ტელევიზიის ტერიტორიიდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობას დააპირებენ, სადაც უკვე 63-ე დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics