23:09 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 12:45:48, 391 ნახვა

საზოგადოება
ნინო ლომჯარია - გაეროს ექსპერტები პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა არაიზოლირებულ წამებას

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გაეროს ექსპერტები პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა არაიზოლირებულ წამებას.

ლომჯარიას თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის შემთხვევები არ იყო იზოლირებული, არამედ იყო სისტემური წამება.

6 დამოუკიდებელი ექსპეტი, რომელიც თავისი საქმის საერთაშორისო სპეციალისტია და საერთაშორისო აღიარება აქვთ, აცხადებენ, რომ ის ინფორმაცია, რაც მათ ხელთ არის, მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა არაიზოლირებულ წამებას, არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ მოპყრობას მოქალაქეებზე და მათ შორის ჟურნალისტების მიმართაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს შემთხვევები არ იყო იზოლირებული, არამედ იყო სისტემური წამება. საუბარია იმაზე, რომ ადგილი ჰქოდნა უკანონო დაკავებებს და დაკავების შემდგომ პერიოდიში ძალადობას მოქალაქეებზე. საერთაშორისო სამართალში მეთაურის, ანუ ზედამხედველი პირის პასუხისმგებლობა დგება მაშინაც კი, როდესაც ის შეიძლება უშუალოდ თავად არ აწამებდა ან თავად არ სჩადიოდა ფიზიკურად ამ დანაშაულებს", - ამბობს ნინო ლომჯარია. 

დემონსტრანტებზე ძალადობის ფაქტებს, გაერო უმძიმეს - წამების და სასტიკი მოპრობის კვალიფიკაციას აძლევს.  ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა საქართველოში განვითარებული მოვლენები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ პოლიციის და არაიდენტიფიცირებადი ნიღბიანების ძალადობას ხალხის მიმართ, ჯერ ქუჩაში, შემდგე კი დაკავებისას, სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა.

ანგრიშში ვრცელი თავი ეთმობა უკანონოდ დაკავებულ პოლიტპატირმებს და კარლო კაციტაძის უწყების უმოქმდობას, რომელსაც არცერთი პოლიციელი არ დაუსჯია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics