|
2025-01-29 11:43:51, 381 ნახვა
სამართალი
ფსიქოლოგები ომბუდსმენს მოუწოდებენ, მზია ამაღლობელისთვის ექიმთა კონსილიუმი შექმნას
ფსიქოლოგები საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავენ და მოუწოდებენ, უზრუნველყოს კვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი პროტოკოლის და წესების დაცვით. "ჩვენ, საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. უკვე მე-18 დღეა, რაც მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 2025 წლის 28 იანვარს, ექიმებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ისინი გამოთქვამენ საფუძვლიან შიშს მზია ამაღლობელის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შესახებ. ჩვენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც ლეგიტიმურ ინსტიტუციას, გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ უზრუნველჰყოთ დარგში აღიარებული, კვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი პროტოკოლის და წესების დაცვით. თავისუფლება მზია ამაღლობელს!
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)