22:22 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 21:43:12, 435 ნახვა

საზოგადოება
ლევან მუსელიანი - „ლილოს“ ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

"მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია განახორციელეს, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება,"- ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა „ლილოს“ ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, ხოლო რაც შეეხება ზარალს, ბაზრობის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დამწვარია.

 

„მოგეხსენებათ, ეს არის ბაზრობის ტერიტორია, სადაც უამრავი აალებადი მასალაა, რამაც ხანძრის ქრობა დროში გააჭიანურა. ხანძრის ქრობის პროცესი ნორმალურად წარიმართა. მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს ხანძრის ლიკვიდაცია, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

112-დან ინფორმაციის მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა დროულად რეაგირება მოახდინეს და ხანძრის ქრობა დაიწყეს. ადგილზე მობილიზებული იყო 22 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და 120-მდე მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ჩართულები იყვნენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. რაც შეეხება ზიანს, ბაზრობის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დამწვარია.

ხანძრის გადადების საფრთხე არსებობდა, რადგან ბაზრობის ტერიტორია ძალიან დიდია, რის გამოც იყო საფრთხე, რომ ხანძარი სხვა ფართობზეც გავრცელებულიყო. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ცეცხლი ლოკალიზდა და შემდგომ ლიკვიდირდა.

აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის საბოლოო სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მხრჩოლავ კერებს უმუშავებენ“, - განაცხადა ლევან მუსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics