09:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 17:52:53, 360 ნახვა

სამართალი
სასამართლო არასრულწლოვანს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება

 გამოძიება მიქაელ მეძმარიაშვილს 11 დეკემბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით ედავება.

17 წლის აქტივისტი აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ კადრებში არ ჩანს, რომ მან კანონი დაარღვია და გზა გადაკეტა.

„ერთ-ერთ ვიდეოში ჩემი სახე ჩანს, სადაც აქციაზე ვარ, მაგრამ არ ჩანს, გადავკეტე თუ არა გზა. არის კიდევ ვიდეო, სადაც შესაძლოა მე ვარ, მაგრამ ვერავინ ვერ მიპოვა იმ ვიდეოში, რადგან ის ზოგადი ვიდეოა. როცა მივედი, გზა უკვე გადაკეტილი იყო. რადგან არ იყო საკმარისი მტკიცებულება, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პროცესი 28 თებერვლამდე გადაეტანათ“, - ამბობს ახალგაზრდა.

მეძმარიაშვილის დედა კი შვილის მიმართ დარღვეულ უფლებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ჩანიშნული სასამართლოს შესახებ პირდაპირ მის არასრულწლოვან შვილს  შეატყობინეს და არა რომელიმე მშობელს.

„არასრულწლოვანთან დარეკვის უფლება მათ არ ჰქონდათ. უნდა დაერეკათ მშობლებთან. კითხვაზე, რატომ დარეკეს მიქაელთან, გვიპასუხეს, რომ არ იცოდნენ მშობლების ტელეფონის ნომერი“, - ამბობს დედა.

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში 8 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ერთ წარმოებაში განიხილება. რვავე მათგანს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics