09:20 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 21:21:28, 464 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერის, ზვიად ცეცხლაძის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისში, მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერის, ზვიად ცეცხლაძის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა. ცეცხლაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან გმირთა მოედნისკენ გაემართნენ. გმირთა მემორიალთან შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და ხელისუფლებას ზვიად ცეცხლაძისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოსთხოვეს.

ზვიად ცეცხლაძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია, აქტიურად მონაწილეობდა „დაფიონის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში. მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ, აღნიშნა: „ზვიადის მთავარი გზავნილია, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე ვალდებულია, ბრძოლის ავანგარდში ჩაერთოს და ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დროს ქვეყნის მომავლისთვის იბრძოლოს. დღეს ჩვენი ქვეყანა ცუდ გასაყარზეა. ან გვეშველება საბოლოოდ, ან ეს ქვეყანა დაიღუპება. ჩვენ თუ ვერ დავაღწიეთ თავი რუსეთის კლანჭებს, ფაქტობრივად, ამ ქვეყანას მომავალი აღარ აქვს“.

 

ზვიად ცეცხლაძე და „დაფიონის“ წევრები, პროტესტის ნიშნად ყოველ შაბათს, დილის 9 საათზე, თსუ-თან მიდიოდნენ. ამ დროს იწყებოდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექცია „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი“ და ის უნივერსიტეტში მიდიოდა დაცვის თანხლებით. კობახიძის ერთ-ერთ ლექციაზე ზვიად ცეცხლაძემ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებშემოხვეულმა სცადა შესვლა, პრემიერ-მინისტრის დაცვამ ის აუდიტორიაში არ შეუშვა.  

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics