16:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 16:29:39, 388 ნახვა

სამართალი
ზვიად ქორიძე სასტუმრო „შერატონში“ ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაზარალებულად ცნეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი, ზვიად ქორიძე, სასტუმრო „შერატონში“ მასზე ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაზარალებულად ცნეს.

როგორც ქორიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მას დღეს გადასცეს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება. „დღეს გადმომეცა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება,“ - განაცხადა ქორიძემ.

ცნობისთვის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, ინციდენტი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მოხდა, როდესაც მას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ თავს დაესხა. ქორიძის თქმით, სამხარაძე მას აგინებდა, იყო მუქარაც, რაც საბოლოოდ უსაფრთხოების დაცვის ჩარევით დასრულდა. ქორიძე კლინიკაშიც გადაყვანილი იყო.

ბოლო ინფორმაციით, ზვიად ქორიძე ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ფიზიკური და მორალური დაზიანებების გამო დაზარალებულად ცნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics