|
2025-01-17 11:56:49, 458 ნახვა
საზოგადოება
"მოვითხოვთ, ირაკლი დგებუაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს" - 16:00 საათზე ჟურნალისტები აქციას გამართავენ
დღეს, 17 იანვარს, 16:00 საათზე მედიის წარმომადგენლები გამოცემა "ბათუმელების" დირექტორის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავენ - ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბებიან და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეთა კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება იქნება.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი). 14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა. ამაღლობელის დაკავებას მგმოეხმაურა მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტი და ორგანიზაცია. "რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე" და ევროკავშირმა ამაღლობელის უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს. #თავისუფლებამზიას
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)