15:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 12:19:13, 387 ნახვა

საზოგადოება
ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.

„საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ასამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.

თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ უკვე დაიწყო შენობის მდგრადობის კვლევა. ასევე, დღესვე დაიწყება დაზიანებული ფასადის დემონტაჟი და მოხდება ტერიტორიის დასუფთავება.

მოსახლეობა საკუთარ ბინებში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის კვლევის შედეგად დადგინდება, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics