2025-01-10 20:15:49, 530 ნახვა
სამართალი
თორნიკე მიგინეიშვილი - დღევანდელ პროცესს ყველაფერთან ერთად ერთი რამ დააკლდა
"დღევანდელ პროცესს ყველაფერთან ერთად ერთი რამ დააკლდა, მოსამართლის მაგიდიდან გამოჩენილიყო მობილურის ნათება და შეტყობინების ხმა - "გადაწყვეტილება იგივე უნდა დატოვო" - წერს სოციალურ ქსელში დაკავებული ბიჭების ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.
ცნობისთვის, მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ დღეს, ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი, მათ შორის გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი, კვლავ პატიმრობაში დატოვა. ყველა დაკავებულს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის აქვთ წარდგენილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,