|
2025-01-10 17:14:15, 593 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმდებარედ წყალარინების დაზიანებულ ქსელზე აღდგენითი სამუშაოების გამო მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „ჩუღურეთის რაიონში, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა N60-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალარინების დაზიანებულ ქსელზე რთულ აღდგენით სამუშაოებს ატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღსადგენად 9 იანვრის 13:00 საათიდან 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე რთული ტექნიკური სამუშაოები 6 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე გამავალი სხვა საკომუნიკაციო ქსელების გამო წყალარინების ქსელის აღდგენითი პროცესი უსაფრთხოების დამატებითი ნორმების გათვალისწინებას მოითხოვს და სტანდარტის სრული დაცვით ტარდება, რაც ახანგრძილვებს სამუშაო პროცესს. სამუშაოების ფარგლებში წყალარინების ქსელის 9 მეტრი სიგრძის დაზიანებული მონაკვეთი განახლდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: წინამძღვრიშვილის ქუჩას, აღმაშენებლის გამზირს, ჭოროხის, სუნდუკიანის, ტყვიავის, მაზნიაშვილის, კიევის, რომის, ზ.ქურდიანის, გოგიბერიძის, ტოლსტოის, ჯავახიშვილის, უზნაძის, დ.აბაშიძის, სანქ-პეტერბურგის, ს.წერეთელის, ხეთაგუროვის, სულიაშვილის, თოიძის, ნ.ჩხეიძის, გამცემლიძის, კუმისის, ანთელავას, სანთლის, ახვლედიანის ხევის, წმ.ნიკოლოზის, ორბელიანის, სულხანიშვილის, მტკვრის, ტელეგრაფის, ბარათაშვილის N2-N14(ლუწ ნომრებს), ათონელის, გოგჩის, კარგარეთელის, კახიძის, პასტერის, კლდიაშვილის, ლებანიძის ქუჩებს, ჩიქობავას N8-ს, მარჯანიშვილის ქუჩა N3, N16, N28, სანაპიროს, ბაქოს, პუშკინის, კოტე აფხაზის, დიუმას, თამარ მეფის N6, ტოლსტონოგოვის, აგლაძის, უშანგი ჩხეიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ტეტელაშვილის, გორკის, ბარათაშვილის, ფურცელაძის, სანაპიროს, წმინდა ნიკოლოზის, დიდხევის, ქურდიანის, ვეკუას და ფხოვის ქუჩებს. სამუშაოების დასრულებისთანავე მოსახლეობას წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება, რის შესახებაც კომპანია აბონენტებს დამატებით აცნობებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)