10:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-04 13:37:13, 461 ნახვა

საზოგადოება
"ვისოლმა" ანდრო ჭიჭინაძის კადრი სარეკლამო რგოლიდან ამოჭრა

კომპანია "ვისოლმა" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრი ამოჭრა. ძველისგან განსხვავებით, რეკლამის ახალ სატელევიზიო ვერსიაში მსახიობის მხოლოდ ხელის მტევანი ჩანს. 

როგორც "ფორმულას" მიერ გავცრელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტელეკომპანიის წარმომადგენლები "ვისოლ" ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერს დაუკავშირდნენ, თუმცა მათგან პასუხს ამ დრომდე ელიან. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს.  თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარი სახლიდან აიყვანეს. 

4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე  მყოფი ანდრო ჭიჭინაძე საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით ონლაინ მედიებთან საუბრობდა, 4 დეკემბერსვე მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი „გავიფიცე“.

28 წლის ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობია. მას შესრულებული აქვს არაერთი კინოროლიც, მათ შორის, ფილმებში „შინდისი“, „და მერე გათენდა“, „იუნკერები“, „სოხუმი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics