10:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-27 11:43:21, 301 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა.
ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - ფაიგ გულიევს მიმდინარე წლის 25 დეკემბერს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა და ავიაკატასტროფის შედეგად ათობით ადამიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ვახტანგ გომელაურთან ერთად საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ.
მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, თვითმფრინავმა ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ აქთაუსთან ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics