07:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-27 10:41:14, 403 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები 12 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს

უქმე დღეების გამო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-დან 12 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრი მუშაობას 13 იანვრიდან, ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ ახალი წლის დღესასწაულის გამო, გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-12 იანვარს არ იმუშავებენ. ხოლო 13 იანვრიდან ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

აქვე გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრების ბოლო დღე უქმე დღეს დაემთხვევა, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, ბოლო უქმე დღის მომდევნო (პირველივე) სამუშაო დღეს გასაჩივრების ვადით ისარგებლოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics