10:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 23:29:08, 372 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „საახალწლო სოფელს“ ეწვია

წლევანდელი საახალწლო სოფელი ყველაზე მასშტაბურია, რაც კი აქამდე გაგვიკეთებია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან, "საახალწლო სოფელში" სტუმრობისას განაცხადა. 

კახა კალაძემ "საახალწლო სოფლის"  დეკორაციები დაათვალიერა. 

"საახალწლო სოფელი", რომელიც 2017 წლიდან ერთგვარ ტრადიციად იქცა, წელს ყველაზე მასშტაბურია, რაც აქამდე გაკეთებულა. ძალიან სასიამოვნო გარემო არის. მოვუწოდებ ყველას, მობრძანდნენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მოიყვანონ შვილები. აქ იმართება სხვადასხვა კონცერტები, წარმოდგენები. მართლაც ჯადოსნურია, მორთულია ულამაზესად და მინდა ყველა იმ ადამიანს, იმ კომპანიას მადლობა გადავუხადო, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში",- განაცხადა კახა კალაძემ. 


„საახალწლო სოფელი" 21 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდა. აღნიშნულ არეალებში მოწყობილია სხვადასხვა სახის სივრცეები, იმართება წარმოდგენა-პერფორმანსები, კულტურული, სპორტული, საბავშვო და სხვა სახის თემატური აქტივობები, ასევე კონცერტები.

„საახალწლო სოფელში" სხვადასხვა ინსტალაციებთან ერთად განთავსებულია საბავშვო-საგამოფენო პავილიონები,  საახალწლო მატარებელი, თოვლის ბაბუას-სანტას სახლი და სახელოსნო, სადაც პატარებს თოვლის ბაბუა დახვდებათ.

ასევე ფუნქციონირებს ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით; ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც ოთხჯერ უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა ახალ წელს. 

„საახალწლი სოფელში" მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი და  თბილისის საშობაო ბაზარი, სადაც  გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics