|
2024-12-23 20:45:32, 290 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება შედგა, რომ ბიზნესთან დისკუსია შემდგომშიც გაიმართება
პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრისას შეთანხმება შედგა, რომ ბიზნესთან დისკუსია შემდგომშიც გაიმართება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. დავითაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მზად არის დიალოგისა და დისკუსიისთვის საზოგადოების ყველა ჯგუფთან, მათ შორის ბიზნესთან.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, შეხვედრა ოპონირების ფორმატში უფრო ეფექტური იქნება იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეწოდოს არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, უფრო ნათლად იყოს წარმოჩენილი ხელისუფლების პოზიციები. მისი თქმით, შეხვედრა უახლოეს ხანებში გაიმართება და ბიზნეს-სექტორი თავად გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი ბიზნესის სახელით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)