17:29 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 09:10:28, 374 ნახვა

საზოგადოება
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics