18:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 11:05:35, 266 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული ქვეყნის ძალისხმევა სახმელეთო საზღვრის, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, რომელიც მათ შორის გამოიხატა ახალი სისტემების დანერგვასა და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობაში.

„ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ აამოქმედა სახის ელექტრონული ამოცნობის სპეციალური პროგრამა. ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვანი სეგმენტები აღიჭურვა 24/7-ზე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით. ანგარიშში ასევე პოზიტიურადაა შეფასებული სასაზღვრო პოლიციის მიერ ახალი მობილური დაკვირვების სისტემის დანერგვა, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა და ხელი შეუწყო მწვანე საზღვრზე დაკვირვებისა და გამოვლენის შესაძლებლობების გაძლიერებას. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფმა, ოპერატიული პარტნიორის რანგში, კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა ნატოს ხელმძღვანელობით ჩატარებულ საზღვაო ანტიტერორისტულ ოპერაციაში - „ზღვის მცველი“. დოკუმენტში აღნიშულია, რომ დასრულდა 2023-2027 წლების საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო შეუერთდა გაეროს ტერორისტთა გადაადგილების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას, რომლის მიზანია ტერორისტული დანაშაულებისა და მათთან დაკავშირებული გადაადგილების თავიდან აცილება, გამოვლენა და გამოძიება მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის სისტემის მონაცემების გამოყენებით. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო რეგულარულად მონაწილეობს ინტერპოლის ფარგლებში დოკუმენტებისა და მგზავრთა შესახებ ინფორმაციის გაზიარებაში, რაც მოიცავს მოპარულ და დაკარგულ სამგზავრო დოკუმენტებს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისი, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე კონტრეტერორისტულ საკითხებთან დაკავშირებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics