2024-12-16 20:55:43, 390 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი - თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ
თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წუთის წინ თბილისის მეტროში მოქალაქეებს შორის მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან.
„თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ. მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!“- წერს ზურაბიშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,