2024-12-12 22:11:53, 372 ნახვა
საზოგადოება
პოეტ ზვიად რატიანს თავს დაესხნენ
ქართველ პოეტ ზვიად რატიანს თავს დაესხნენ.
რატიანზე თავდასხმა მის საცხოვრებელ სახლთან იმ დროს მოხდა, როდესაც სახლიდან გადიოდა.
რატიანს დაზიანება ხელის მტევანზე აღენიშნება.
„სადარბაზოდან გამოვედი და უკნიდან ფეხი დამიდეს, რაც მახსოვს 4 იყვნენ. არაფერი არ უთქვამთ, სრული დუმილი. წამაქციეს და ცოტა დამარტყეს“,- უთხრა „TV პირველს“ რატიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,