2024-12-12 19:48:35, 359 ნახვა
საზოგადოება
პროტესტის მე-15 დღე დედაქალაქში - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
დედაქალაქში მოქალაქეები მე-15 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ მთავრობის პოლიტიკურ კურსს.
დღესაც, მოქალაქეები მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ და ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტილია.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე ვითარება მშვიდია და მოქალაქეების ნაკადი აქციას ემატება.
შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 28 ნოემბრიდან იმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,