2024-12-09 22:01:07, 1281 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ივანიაძის ინფორმაციით, პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი მანქანიდან გაიტაცეს
მოქალაქე მარიამ ივანიაძის ინფორმაციით, პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი გაიტაცეს.
როგორც ივანიაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, პედიატრის მანქანა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე იპოვეს.
„კოტე გავიდა სახლიდან 50 წუთის წინ და ხაზზე არ გამოსულა. ახლა წამოვედით იმ ტრაექტორიით, რა გზითაც, სავარაუდოდ, წავიდოდა აქციაზე. და ახლა გზაზე, ნუცუბიძის ქუჩაზე ვიპოვეთ კოტეს მანქანა. კოტე არ ზის მანქანაში“,- აცხადებს მარიამ ივანიაძე ვიდეოში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,