2024-12-09 20:36:57, 1176 ნახვა
საზოგადოება
პროტესტის მე-12 დღე დედაქალაქში - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
დედაქალაქში მოქალაქეები მე-12 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ მთავრობის პოლიტიკურ კურსს.
დღესაც, მოქალაქეებმა მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება 19:00 საათიდან დაიწყეს და ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტილია.
ამ წუთებისთვის ადგილზე ვითარება მშვიდია და მოქალაქეების ნაკადი აქციას ემატება.
შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 28 ნოემბრიდან იმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,