13:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 15:42:41, 2833 ნახვა

საზოგადოება
რესპუბლიკის მოედანზე მედიის მხარდამჭერი აქცია იმართება

რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში ჟურნალისტები მედიის მხარდამჭერ აქციას მართავენ.

ადგილზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

აქციაზე სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორები, ფოტოგრაფები და ჟურნალისტები არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეები მხარდაჭერას მედიის იმ წარმომადგენლებს უცხადებენ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ.

პარალელურად, მედიის მხარდამჭერი აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზეც მიმდინარეობს.

აქციები იმართება გორსა დ ქუთაისშიც.

შეგახსენებთ, გუშინ 7 დეკემბერს, „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს საპროტესტო აქციაზე ნიღბიანი პირები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი მიღებული დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics