01:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 15:10:43, 604 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან გარღვევას ვგეგმავთ

 

საქართველოს ისპრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა  უახლოეს პერიოდში საქართველოს  ინფრასტრუქტურული განვითარების მომავალი გეგმების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნული პრეზენტაციის მიხედვით მთავრობა მნიშვნელოვან გარღვევას გეგმავს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

„მთავრობა უახლოეს პერიოდში პრეზენტაციას გამართავს საქართველოს ინფრასტრუქტურული განვითარების მომავალი გეგმების შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გარღვევას ვგეგმავთ საქართველოს  ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

ეს იქნება სრულიად ახალი გზები  ქუთაისიდან აბასთუმანის მიმართულებით, რა თქმა უნდა ქუთაისი სვანეთის მიმართულებით. ეს იქნება ახალი გზა, რომლიც დააკავშირებს გომსა და რაჭას. ეს იქნება ძირითადი მაგისტრალური გზები და ძალიან  სწრაფი  დასრულება მაგისტრალური სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, რომლის გარეშეც საქართველოს დაკავშირება რეგიონის ბიზნესებთან იქნება აბსოლუტურად წარმოუდგენელი“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics