14:44 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 00:29:18, 506 ნახვა

საზოგადოება
ექიმი ჩიხლაძესა და შეწირულზე - მსუბუქი თავის ტვინის შერყევა აქვთ - ნევროლოგიურ დეპარტამენტში მოვათავსებთ

მსუბუქი თავის ტვინის შერყევა აქვთ - მოვათავსებთ ნევროლოგიურ დეპარტამენტში,- ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ექიმმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

„დღეს ჩვენთან სულ აქციიდან შემოყვანილ იქნა 10 პაციენტი. 10-ვე პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, მაღალტექნოლოგიური კვლევები. 10 პაციენტიდან 3 პაციენტი გაეწერა ბინაზე, ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპზე ჩვენთან არის 7 პაციენტი.

მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი თავის ტვინის შერყევა აქვთ. ვნახოთ, დანარჩენი კვლევებიც დასრულდება და მოგახსენებთ ხვალ დილით. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ძირითადად სახის, თავისა და მუხლის არეში აქვთ დაზინებები. [მაკა ჩიხლაძის] თვალი დაზიანებული არ არის ამ ეტაპზე. ყველა სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ არიან პაციენტები და ვნახოთ. სტაციონალიზაციაა საჭირო, მოთავსდებიან ახლა ეს პაციენტები. ტომოგრაფიაც გადავიღეთ, ნახა ნეიროქირურგმა და მოვათავსებთ ნევროლოგიურ დეპარტამენტში“,- განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, დღეს, 8 დეკემბერს თბილისში, ბესიკის ქუჩაზე „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმა განხორციელდა. ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics