|
2024-12-05 14:08:45, 592 ნახვა
საზოგადოება
სეზონური გრიპის ვაქცინაცია - საფრთხე თუ გამოსავალი?
გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული ინფექციაა, რომელიც მსოფლიოში ყოველწლიურად 3-5 მილიონ მძიმე შემთხვევას იწვევს. დაავადება ძირითადად ხასიათდება ხველებით, მაღალი სიცხით, თავისა და ყელის ტკივილით. სეზონური გრიპის ვაქცინაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას დაავადებისგან დასაცავად. სეზონური გრიპის ვაქცინა ხელს უწყობს იმუნურ სისტემას, რომ სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდეს ვირუსს. ვაქცინაციის გაკეთება განსაკუთრებით რეკომენდებულია რისკჯგუფებისთვის: ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, ასაკოვანი და ქრონიკულად დაავადებული ადამიანებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვაქცინა ბევრ ადამიანზე დადებით ეფექტს ახდენს, მისი გამოყენების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი ადამიანი პანიკის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია მავნე შეიძლება იყოს, თუმცა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციისა და ექიმების კვლევების მიხედვით, გრიპის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. გარდა ამისა, წითელი ჯვარი სეზონური გრიპის ვაქცინაციის პოპულარიზაციას სხვადასხვა მეთოდით ანხორციელებს, რადგან ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. წითელი ჯვარი თანამშრომლობს ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებთან და აფთიაქებთან, რათა ვაქცინა იყოს უფრო ხელმისაწვდომი. ორგანიზაცია ხშირად ახორციელებს მედიაკამპანიებს, რომლებითაც მოუწოდებს მოსახლეობას, რომ დროულად მიიღონ გრიპის ვაქცინა, განსაკუთრებით სეზონის დასაწყისში. გრიპის ვაქცინის უარყოფამ შესაძლოა მძიმე გართულებები და ეპიდემიის გაძლიერება გამოიწვიოს. საქართველოში ეს საკითხი კვლავ რჩება გამოწვევად, რაც მოსახლეობის ინფორმირებულობას და ვაქცინაციის აქტიურობას ეხება. მასალის ვრცლად გასაცნობად ეწვიეთ მითითებულ ბმულს.
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)