2024-12-04 16:14:11, 507 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში მისი გადაწყვეტილების მიზეზს არ აზუსტებენ.
გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,