01:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 17:29:31, 390 ნახვა

საზოგადოება
მთელი ბალონი თავზე გადამატარა - ოპერატორი ნიკო კოკაია დარბევის ღამეს იხსენებს

რობოკოპმა თვალებში შემომხედა და მთელი ბალონი თავზე გადამატარა" - რუსთაველის გამზირზე გომელაურის რაზმის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავებული "ტვ პირველის" ოპერატორი, ნიკო კოკაია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში დარბევის ღამის დეტალებს იხნსებს

კოკაია სპეცრაზმს არაპროპორციული ძალის მიზანიმართულად გამოყენებაში ადანაშაულებს და არ უკვირს, რომ რობოკოპები გაუსწორდნენ .

"არ არის გასაკვირი, რაც მოხდა, რადგან არ აწყობთ მათ ის კადრები, რასაც ვიღებთ" - ამბობს "ტვ პირველის" ოპერატორი.

ჩემი მდგომარეობა წუხანდელთან შედარებით უკეთესია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მთელი ღამის განმავლობაში მთელი სახე და სხეული მეწვოდა. წარმოუდგენელ ნივთიერებას იყენებდნენ ეს ადამიანები. ყველაფერი მიზანმიმართული იყო ჩვენ წინააღმდეგ. მაქსიმუმ ორი ნაბიჯი მქონდა რობოკოპთან დაშორება და შემომხედა თუ არა თვალებში, მაშინვე მთელი ბალონი გადამატარა თავზე. მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყო, ქალი, კაცი, ჟურნალისტი, აქტივისტი. არ არის გასაკვირი, რაც მოხდა, რადგან არ აწყობთ მათ ის კადრები, რასაც ვიღებთ", - ამბობს ნიკო კოკაია. 

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics