04:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 01:37:50, 396 ნახვა

საზოგადოება
საპროტესტო აქციაზე „TV პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია დაშავდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „TV პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია დაშავდა. ამის შესახებ „TV პირველი“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კოკაია პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში წიწაკის სპრეი შესახა.

„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „TV პირველის" ოპერატორი ნიკო კოკაია დაშავდა, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მას ხელში ჰქონდა კამერა, რომლითაც პირდაპირ ეთერში გადასცემდა მოვლენებს რუსთაველის გამზირიდან, ამის მიხედავად, სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შესახა.

"TV პირველი" პასუხისმგებლობას აკისრებს შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და მოვუწოდებთ მას, მოგვცეს პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება.

განვმარტავთ, რომ სპეცრაზმი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ტელეოპერატორების მიმართ. მათ მიზანს სატელევიზიოს სიგნალის გათიშვა წარმოადგენს“,- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics