16:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 13:54:21, 290 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - გლობალურად მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა  პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც, მომზადდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი, 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

„მინდა აღვნიშნო, რომ გლობალურად მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებს. გაიზრდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პოლიციელთა რაოდენობა და გაღრმავდება ოპერატიული თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ს შესაბამის სამსახურებთან“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics