19:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 13:51:30, 246 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოს საზღვრის ეფექტიანი დაცვა წარმოადგენს

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას  საქართველოს საზღვრის ეფექტიანი დაცვა წარმოადგენს.

როგორც  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა, გრძელდება სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარება, რომლის ფარგლებშიც, უწყებას მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს.

„შემუშავდა „საქართველოს  სახელმწიფო  საზღვრის  რისკის  ანალიზის  ინტეგრირებული მოდელი“, რომელიც  უმთავრესად  დაეფუძნა  ევროპის  საზღვრისა  და  სანაპირო  დაცვის სააგენტოს  გამოცდილებას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გაძლიერდა  სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო კომპონენტი.

„ბოლო წლებში აშენებული 27 ახალი სასაზღვრო სექტორი, სრულად აღიჭურვა საზღვრის დაცვის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით. განხორციელდა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს  გადაიარაღება. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სანაპირო დაცვის ფლოტის გაძლიერების მიზნით“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა,  დანაშაულის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის, საერთაშორისო აეროპორტებში დაინერგა სახის ამომცნობი ანალიტიკური სისტემა, რამაც შესაძლებელი გახდა ძებნილი, გაძევებული, აკრძალვაზე მყოფი პირებისა და, ასევე, სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის გამოვლენა.

„რიგ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებები. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, გაძლიერდება მიგრაციული ნაკადების მართვა და რეადმისიის ხელშეკრულების აღსრულება. უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარედგინება კანონპროექტი, რომლის მიზანია თავშესაფრის სისტემის გაჯანსაღება. ასევე, დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით შესაძლებლობების გაზრდას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics