|
2024-11-26 13:49:59, 247 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კრიმინალური პოლიციის რეფორმა გრძელდება
პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის ფარგლებში ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად გაიმიჯნა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რეფორმის შედეგად, გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და მას სრულად ჩამოშორდა სხვა საპოლიციო ვალდებულებები, რაც აისახა გამომძიებელთა საქმიანობის ეფექტიანობაზე. მისივე თქმით, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერების მიზნით, შეიქმნა ანალიტიკური ჯგუფი.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გრძელდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, რომელიც ამოქმედებულია თბილისში, რუსთავსა და ბათუმში. რეფორმის ფარგლებში მართლწესრიგის ინსტიტუტი სხვა დიდ ქალაქებშიც დაიწყებს ფუნქციონირებას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)