01:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 13:49:51, 264 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე პირებისთვის 151 ბინის გადაცემის საკითხს განიხილავს

თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებისთვის, დამატებით გამოყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართებიც, რომელიც მერიას, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან აქვს გადმოცემული. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამშენებლო კომპანიებს ვალდებულება აქვთ, რომ ბინები მოიყვანონ თეთრი კარკასის მდგომარეობაში, რის შემდეგაც სარემონტო სამუშაოებს მუნიციპალიტეტი უზრუნველვყოფს.

“როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის არჩევნებზე, ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა უსახლკაროს სტატუსის მქონე პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. მაშინ ასეთი სტატუსის მქონე, დაახლოებით, 400-მდე ოჯახი გვყავდა აღრიცხული და მათი უსახლკარობის პრობლემის მოგვარებაზე არჩევნების დასრულებისთანავე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა.

ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალური თავშესაფრისთვის გადასაცემად მერიამ კერძო მესაკუთრეებისგან უკვე შეისყიდა 125 საცხოვრებელი ბინა, რომლის ძირითადი ნაწილი დღეს უკვე უსახლკარო ოჯახებისთვისაა გადაცემული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებისთვის, დამატებით გამოვყოთ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართებიც, რომელიც მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან აქვს გადმოცემული. უსახლკარო ოჯახების საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინებით, ჩვენ მოვახდინეთ გადმოცემული ბინების სისტემატიზაცია, ინვენტარიზაცია და პირველ ეტაპზე, განვიხილავთ მუნიციპალური თავშესაფრისთვის 151 ბინის გადაცემის საკითხს“,- განაცხადა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, მომავალი წლის ბოლომდე უსახლკაროს სტატუსის მქონე 400-ვე ოჯახი ბინით დაკმაყოფილებული იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics