01:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 09:59:57, 287 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში ფერდინანდ ვანეკის სკამის ანალოგი დამონტაჟდა

ვაკის რაიონში, ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერში, სადაც ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ძეგლია განთავსებული, მისი ალტერ ეგოსა და მისი ერთ-ერთი პიესის “აუდიენცია“ პერსონაჟის, ფერდინანდ ვანეკის სკამის ანალოგი დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, დღესვე, ჩეხ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად აღინიშნა მათთვის მნიშვნელოვანი თარიღი - ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავი, რომლითაც ჩეხოსლოვაკიაში მშვიდობიანი გზით დაემხო საბჭოთა რეჟიმი, რამდენიმე წელში კი ჩეხეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბდა.

მათივე ინფორმაციით, ვაცლავ ჰაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პეტრ კუბერნატმა. ღონისძიებას ასევე საქართველოში ჩეხეთის საელჩოს, ასევე ჩეხური დიასპორის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

“ნოემბერი და დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი თარიღია ჩეხეთის რესპუბლიკისთვის და ჩეხი ხალხისთვის. ჩვენი მეგობრობა წლებს ითვლის, ვაკის რაიონი და პრაღა 6-ის რაიონი დამეგობრებული რაიონებია და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის  ძეგლი სწორედ აქ, ვაკის გამგეობის ეზოში - ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერშია დამონტაჟებული. ჩვენთვის დიდი პატივია ეს ღირშესანიშნავი თარიღი ჩვენს ჩეხ მეგობრებთან ერთად აღვნიშნოთ“,- განაცხადა კვინიკაძემ.

ვაცლავ ჰაველის ალტერ ეგოს - ფერდინანდ ვანეკის სკამის ერთი ნაწილი სიმბოლურად  ლუდის კასრის ფორმისაა, რადგან ვაცლავ ჰაველი ერთ დროს ტრუტნოვში, ლუდსახარშ ქარხანაში მუშაობდა. გარდა ამისა, ჰაველის პიესაში "აუდიენცია" ერთ-ერთი სცენის სიუჟეტი სწორედ ლუდსახარშშია განვითარებული. ამ სცენის ორი პერსონაჟიდან ერთ-ერთია  ზემოთხსენებული ფერდინანდ ვანეკი. სკამზე ამოტვიფრულია ციტატა ზემოთ ხსენებული პიესიდან: “მე, პრინციპში, ვერ მივიღებ მონაწილეობას ისეთ მოქმედებაში,  რომელსაც არ ვეთანხმები“.

აღნიშნული სკამი პირველად დეივისში, 2017 წლის 18 დეკემბერს, ვაცლავ ჰაველის გარდაცვალებიდან ზუსტად ექვსი წლის შემდეგ,  ეროვნული ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობის წინ დაიდგა. ეს ტერიტორია რამდენიმე წუთის სავალზეა Dělostřelecká ქუჩიდან, სადაც ვაცლავ ჰაველი ცხოვრობდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics