2024-11-16 12:09:13, 289 ნახვა
საზოგადოება
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა.
სხდომის განახლებისას ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებას იმ ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა, რომელმაც სხდომის დროებით შეწყვეტა გამოიწვია.
“მე მინდა მოვუხადო საზოგადოებას ბოდიში იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირთაძეს შორის, ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მას შემდეგ, რაც კალანდარიშვილმა კირთაძეს სხდომაზე სიტყვა არ გააგრძელებინა, კირთაძემ კალანდარიშვილს, შავი საღებავი შეასხა. რის გამოც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე დროებითი შესვენება გამოცხადდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,