|
2024-11-15 12:12:36, 318 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის მაცნე“ - გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგროსიახლეებთან ერთად, გათამაშებაც დახვდება
"თიბისის მაცნე" ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. "თიბისის მაცნე" საქართველოს ოთხ რეგიონში: სამეგრელოში, იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება, ჯამში 70-მდე ქალაქსა და სოფელში. გაზეთი რეგიონების მოსახლეობას უსასყიდლოდ ურიგდება და ის ხელმისაწვდომია "თიბისის" ფილიალებში. გაზეთის მეორე ნომერი სულ ახლახან გამოიცა, რომელშიც "თიბისიმ" მკითხველს სასიამოვნო სიახლე შესთავაზა და სპეციალურად პროექტისთვის შექმნა თამაში, რომლის გამარჯვებულები ფულადი პრიზით დასაჩუქრდებიან. თამაშის მიხედვით, გაზეთის ერთ-ერთ გვერდზე, აგროთემატიკის სტიკერები და ამ სტიკერების ჩასაკრავად სპეციალურად გამოყოფილი სივრცეებია განთავსებული. მკითხველმა 7 სახის სხვადასხვა სტიკერი უნდა შეაგროვოს და შეავსოს ცარიელი ადგილები. იმისთვის, რომ გათამაშებაში მონაწილემ შეძლოს ყველა სტიკერის შეგროვება, საჭიროა იპოვოს სხვა გაზეთის მქონე პირი, განსხვავებული სტიკერების კომბინაციით. მონაწილეები ერთმანეთში სტიკერების გაცვლით, მოიპოვებენ შვიდივე საჭირო სტიკერს. მონაწილეს, რომელიც "თიბისის" ნებისმიერ ფილიალში წარადგენს გაზეთს შვიდივე შეგროვებული კომპონენტით, გადაეცემა ფულადი პრიზი, 500 ლარის ოდენობით. "თიბისის მაცნე" - გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგროსიახლეებთან ერთად, გათამაშებაც დახვდება "თიბისის მაცნე" ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. "თიბისის მაცნე" საქართველოს ოთხ რეგიონში: სამეგრელოში, იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება, ჯამში 70-მდე ქალაქსა და სოფელში. გაზეთი რეგიონების მოსახლეობას უსასყიდლოდ ურიგდება და ის ხელმისაწვდომია "თიბისის" ფილიალებში. გაზეთის მეორე ნომერი სულ ახლახან გამოიცა, რომელშიც "თიბისიმ" მკითხველს სასიამოვნო სიახლე შესთავაზა და სპეციალურად პროექტისთვის შექმნა თამაში, რომლის გამარჯვებულები ფულადი პრიზით დასაჩუქრდებიან. თამაშის მიხედვით, გაზეთის ერთ-ერთ გვერდზე, აგროთემატიკის სტიკერები და ამ სტიკერების ჩასაკრავად სპეციალურად გამოყოფილი სივრცეებია განთავსებული. მკითხველმა 7 სახის სხვადასხვა სტიკერი უნდა შეაგროვოს და შეავსოს ცარიელი ადგილები. იმისთვის, რომ გათამაშებაში მონაწილემ შეძლოს ყველა სტიკერის შეგროვება, საჭიროა იპოვოს სხვა გაზეთის მქონე პირი, განსხვავებული სტიკერების კომბინაციით. მონაწილეები ერთმანეთში სტიკერების გაცვლით, მოიპოვებენ შვიდივე საჭირო სტიკერს. მონაწილეს, რომელიც "თიბისის" ნებისმიერ ფილიალში წარადგენს გაზეთს შვიდივე შეგროვებული კომპონენტით, გადაეცემა ფულადი პრიზი, 500 ლარის ოდენობით.
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)